
Songtext
Wähl bis zu sechs Zeilen für eine Karte aus.
Intro
-ფსიქიატრი ხართ? აჰააა
თქვენი შოკური თერაპიის წარმატების შემთხვევაში ალბათ ძალზედ კმაყოფილი დარჩებოდით- არაა ?!
ხოდა გეკითხებით ამას ჩემთვის აკეთებთ თუ თქვენთვის ??
-არა მიპასუხეთ !!
Verse 1
ცხოვრების გაგრძელების აზრი, რომ მომეცეს
მე ვეძებ რეცეპტს, მაგრამ ვერ მივაკვლიე ჯერ ვერცერთს
არადა საკმარისზე მეტია, გასული და სული მაინც ვერავისთან
ვერსად ვერ დაეტია, ეს ბოლო წვეთია, ისევ ეს ამინდებია
და ამ საგიჟეთში ყველას სჯერა გაფრინდებიან
და მე როცა ეს უაზრო ფიქრი ამიმხედრდა ,დავაპირე მეც და
მაგრამ საიდანღაც გამოჩნდა მედდა მე ეს ვერ მიშველის ვერ
თუ მომენდობი და მომისმენ რა მომდის მე ვერ მოვისვენე
სანამ არ მომისმენენ ბევრს არ ვითხოვ ,ცოტას
რომ მოვყვე რამდენიმე სცენა, ვხატავ ავტოპორტრეტს
მარტო, თვალები ფართო, მაგ თვალებით გნატრობ
მოგმართო როგორ, ვდარდობ მეგობარო ახლო თუ მტერო სახიფათო
ვინც ხარ, მოკლედ შენ მაინც სულ ჩემთან ხარ და მათბობ...
Hook
არავის იცის რას ეძებდა, მარტო მახსოვს სული
მისი აქ რო ვეღარ ძლებდა, მას გაფრენის იდეები იტაცებდა
და გრძნობდა რაც უფრო შორდებოდა მით უფრო უახლოვდებოდა მას
Verse 2
თუ შემეკითხები ჩემი ბოლოსიტყვები ..რა ვთქვა?!
ვინც უცოდველია პირველმა მან მესროლოს ქვა
აქ ვერ ხვდებიან, როგორია გჭამდეს მაინც რაც სულ თან გდევს, ისედაც შენ ცოდვის ჩამდენს, მაგრამ აქ ხომ მთავარია ყოფნა მოსამართლის ტყავში
მითუმეტეს თუ გამოგაცხადეს გიჟად შეშილები ფრთებს ბოლოს მაინც გავშლით !!!
და ნახეთ ყველა გიჯიც დამშვიდდა
ექიმო დაარწმუნეთ ყველა ის რომ შეუძლიათ ფრენა როგორც ბულბულს სტვენა ეს იქნება აღმაფრენა და შეწყდება გვემა ეს იქნება გუგულების
სრულიად ნამდვილი გადაფრენა და რწმენა განმტკიცდება
უფრო აზრი მიეცემა ყველა ამოსუნთქვას ყველა ვინც წევს, ანდა სულ
დგას უბრალოდ მისცეთ საშუალება, რომ სწამდეთ შეეხონ... საკუთარ ოცნებას ცამდე..
Outro
შეიძლება კიდევ გკითოთ რაღაც?
რომც მოახერხოთ და დამაჯეროთ ეს ჩემთის უკეთესი იქნება?!
Wähle Zeilen aus, um sie zu teilen. Du kannst bis zu 6 Zeilen auswählen. Mit den Pfeiltasten wechselst du zwischen Zeilen, die Leertaste wählt aus, Umschalt mit den Pfeiltasten wählt einen Bereich, Escape hebt die Auswahl auf.